გოგონამ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ახალშობილის ფოტოები გამოაქვეყნა (ფოტო+18)

ფლორიდაში მცხოვრებმა ახალგაზრდა გოგონამ მკვდარი ბავშვი დაბადა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელში თავისი გარდაცვლილი ვაჟის ფოტოები განათავსა, რასაც საზოგადოების კრიტიკა და გაღიზიანება მოჰყვა.
„ჩემი შვილი გარდაიცვალა, თუმცა მე მაინც დედა ვარ მისი დაბადების მომენტიდან. გადავწყვიტე, ჩემი ვაჟის ფოტოების გავრცელებით, ადამიანებს მეტი შეეტყოთ მკვდრად შობილი ბავშვების შესახებ. ვერ ვხვდები, ამან საზოგადოების ასეთი გაღიზიანება რატომ გამოიწვია”, – აღნიშნა გოგონამ.
ექიმების განცხადებით, ბავშვის დაღუპვის მიზეზი დაუდგენელი ვირუსი გახდა, რომელიც დედას ორსულობის პერიოდში შეეყარა.

კომენტარები

სხვა სიახლეები