გოგონამ სამოთხეში მცხოვრებ დედას წერილი მისწერა და პასუხიც მიიღო

ახლახან, პატარა ბრიტანელის, ელა ლენონის დედამ კიბოსთან ბრძოლა წააგო და გოგონა მამასთან ერთად მარტო დარჩა. “დედის დღეზე” გოგონამ გადაწყვიტა, დედისთვის მისალოცი ბარათი გაეგზავნა. სამწუხაროდ, დიდი ბრიტანეთის ფოსტა ზეცაში ფოსტას არ აგზავნის, მაგრამ გულიანმა თანამშრომელმა ელის უპასუხოდ დატოვება ვერ შეძლო. ელის სურდა, დედიკოსთვის ესიამოვნებინა და მთელი გულისყურით მიუდგა საქმეს. მან სასაცილო მისალოცი ბარათი მოამზადა. დაწერა, რომ მისი დედიკო „ერთია მინიონში“ (მილიონის ნაცვლად). კონვერტზე კი ადრესატის ვინაობა და მისამართი მიაწერა – დედიკოს სამოთხეში. ორი დღის შემდეგ, ელამ პასუხი მიიღო. კონვერტზე ეწერა, რომ წერილი დედისგანაა, რომელიც სამოთხეში ცხოვრობს. „დედამ“ თავის არაჩვეულებრივ ქალიშვილს დაუწერა, რომ ის ძალიან უყვარს და დარწმუნებულია, ის ჭკვიან და განსაკუთრებულ გოგოდ გაიზრდება. დედა კი მას ყოველთვის ადევნებს თვალყურს ზეციდან. ეს საოცარი ისტორია „ტვიტერში“ ელას დეიდამ გააზიარა. მან მადლობა გადაუხადა ფოსტის თანამშრომელს, რომელმაც თავისი დრო არ დაზოგა და ასეთი მშვენიერი წერილი დაწერა. მადლობელია ელას მამა, დინიც. „წერილის მიღების შემდეგ სიხარულისგან ანათებდა. საოცარია, როგორი შესანიშნავი ადამიანები არსებობენ ამ სამყაროში. დიდი მადლობა თქვენ!“.

კომენტარები

სხვა სიახლეები