გოგა ჩანადირი ინიციატივით გამოდის: ნუ დადებთ ფოტოს სიგარეტის გამოსახულებით

გოგა ჩანადირი ახალი ინიციატივით გამოდის. ფოტოხელოვანი ფეისბუქმომხმარებლებს თხოვნით მიმართავს სიგარეტის გამოსახულებით ფოტო და ვიდეო სოციალურ ქსელებში არ გამოაქვეყნონ:

“ძვირფასო მეგობრებო, ნაცნობო და უცნობო, მოგმართავთ თხოვნით, ნუ დადებთ ფოტოს სიგარეტის გამოსახულებით. რადგან, შეიძლება, მოზარდები მოსაწევად წაახალისოთ, უნებურად ხელი შეუწყოთ მოწევის პროპაგანდას, ანუ, ცუდი ჩვევის პოპულარიზებას. განსაკუთრებით საზიანოა ის ფოტო, რომელზეც ცნობილი ან ლამაზი ადამიანი სიგარეტითაა გამოსახული, ასევე, ის კადრები, სადაც კვამლი ან სიგარეტი ესთეტიკურად არის წარმოდგენილი. მე არ ვიღებ ფოტოებს, სადაც სიგარეტია გამოსახული, რადგან ამ ცუდ ჩვევას პოპულარულს ისე არაფერი ხდის, როგორც ფოტო (ვიდეოც). მოდით, დავფიქრდეთ პატარებზე. ნუ გავუღვივებთ მოწევის ინტერესს“-წერს გოგა ჩანადირი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები