“გმადლობ და მომიტევეთ, თუ უნებლიედ თავს მოგახვიეთ ჩემი წუხილი”- რა წერილს აქვეყნებს თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკოსი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში დედის წერილს აქვეყნებს, სადაც ჩარკვიანის დედა ექიმებსა და საზოგადოებას მადლობას უხდის.

„დედას – ირმა ჩხეიძის თხოვნით ვაქვეყნებ!

რომლითაც ჩემი მხედველობის გამო, სამწუხაროდ, არ ვსარგებლობ, ახლაც ვთხოვე ჩემს ქალიშვილს, რადგან მადლობა მოგახსენოთ თანადგომისთვის, გმადლობ და მომიტევეთ, თუ უნებლიედ თავს მოგახვიეთ ჩემი წუხილი, ჩემთვის ძალიან მძიმე წუთებში, მადლობა ყველა კარგ და ღირსეულ ექიმს, ვინც გადამატანინა ის მძიმე საათები, დიდი მადლობა მათ……

ვინ არის და რას საქმიანობს დავით ხიდაშელი – ძალიან მრავალფეროვანი ბიზნესი მაქვს

და იმათაც სინანულით მოვიხსენიებ, ვისაც შემთხვევით აცვია თეთრი ხალათი, ცხოვრების შემთხვევითობამ და უკუღმართობამ მათ არგუნა ადამიანთა ბედი და ისინი ამ დიდ ტვირთს იძულებით და არა სიყვარულით ატარებენ, მე მათ არ განვიკითხავ, რადგან მძიმე ტვირთია – გიყვარდეს ადამიანი და ყველა ერთნაირად ვერ ატარებს ამ ტვირთს, ჩემი სიცოცხლის დასასრულისკენ კიდევ უფრო დამაფიქრა და დავრწმუნდი,  მთავარი ადამიანის სიყვარულია, რომ ეს ქმნილება- ადამიანი, არარაობაა სიყვარულის გარეშე!

გვიხაროდეს ადამიანის დაბადება და პატივი ვცეთ სიბერეს, რადგან სიბერე დასასრულის კი არა, სიცოცხლის უწყვეტობის ნიშანია! პატივისცემით, ირმა ჩხეიძე. 2020- 13 ოქტომბერი”, – ვკითხულობთ გავრცელებულ წერილში.

შეგახსენებთ, თაკო ჩარკვიანი და მისი მეუღლე, ასევე, დედა კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობდნენ.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები