გიორგი შენგელაია ფილმში გადასაღებად გოგონას ეძებს – თუ ამოიცნობთ სასწრაფოდ დამირეკოს

რეჟისორი გიორგი შენგელაია სოციალურ ქსელში გოგონას ფოტოებთან ერთად, სტატუს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას სთხოვს, რომ გოგონა აპოვნინონ.
„ ამ რამდენიმე წლის წინ მე ვიღებდი ფილმს: “ლტოლვილები და მათი მესვეურები”. გოგონა, რომელსაც ეხლა ხედავთ, მე გავსინჯე ერთ-ერთ მთავარ ლოლზე. ეს გოგო არ არის მსახიობი, ქუჩაში დავინახე და გადავუღე სასინჯი ფოტოები.1 სექტემბრიდან ვიღებ ახალ ფილმს სადაც ამ გოგოს სიამოვნებით გადავიღებდი, მაგრამ ვერ ვიპოვე ჩემს არქივში ამ გოგოს ვერც სახელი და გვარი, ვერც მისამართი და ვერც ტელეფონი.
ვთხოვ, პირველ რიგში, ამ გოგონას,ამ სტატუსის წაკითხვის მერე სასწრაფოდ დამირეკოს ტელეფონებზე: ქალაქის 25183639 ან მობილურზე 599509910
ასევე გთხოვთ ყველას, თუ ამოიცნობთ ამ გოგონას, გადასცეთ,რომ სასწრაფოდ დამირეკოს. ფილმის გადაღებებს ვიწყებ 1 სექტემბერს..დამირეკოს რაც შეიძლება ჩქარა!“- წერს კინორეჟისორი გიორგი შენგელაია.

კომენტარები

სხვა სიახლეები