გიორგი უშიკიშვილი: „ჟღალი მიმინოს“ არცოდნა ვერ გვაპატიეს

პროექტ “მხოლოდ ქართულის” შესარჩევ ტურში ერთ – ერთი კონკურსანტის ნამღერმა სიმღერამ “ჟღალი მიმინო”, ჟიურის წევრები დააბნია, რადგან მათ არ იცოდნენ ვინ იყო სიმღერის კომპოზიტორი შემსრულებელი და სიმღერა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, “ჟღალი მიმინო” არჩილ სულაკაურის მიერ დაწერილი ლექსია, კონკურსანტმა კი ის სიმღერად შეასრულა. ხოლო ჟიურის წევრების რეაქციამ საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. რასაც პროექტის ჟიურის ერთ – ერთი წევრი გიორგი უშიკიშვილი ფეისბუქ-გვერდზე გამოეხმაურა:
„როგორ ჩანს, ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა ან მოსმენა არ იცის, და ან განგებ არ უნდა, რომ მოისმინოს და გაიაზროს. ამ „ჟღალი მიმინოს“ არცოდნას რომ გვაბრალებთ ჟიურის, უნდა შეგახსენოთ, რომ „მხოლოდ ქართული“ სიმღერის კონკურსია და არა პოეზიის. არავის უთქვამს, რომ ლექსი ვერ ვიცანით, საერთოდ ლექსზე საუბარიც არ ყოფილა. თორემ ლექსის ავტორი რომ არჩილ სულაკაურია, გასაგებია. ჩვენ ვერ ვიცანით სიმღერა, იმიტომ, რომ იყო ცუდად ნამღერი და ვერც თავი გავუგეთ და ვერც ბოლო. შესაბამისად, კარგი იქნება, სანამ რამეზე აღვშფოთდებით, მანამდე კარგად გავიაზროთ. ისე, ამ ხალხის აღშფოთება არსად არ მომისმენია, ჩვენს უნიკალურ ხალხურ მუსიკას რომ ვკარგავთ ნელ-ნელა. „ჟღალი მიმინოს“ (სიმღერის) არცოდნა კი ვერ გვაპატიეს“, – წერს გიორგი უშიკიშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები