გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის მდგომარეობის შესახებ ბოლო ინფორმაცია თურქეთიდან

 

გიორგი ლომინაძის მეგობარი ბექა ჭაბუკიანი სოცოალურ ქსელში გიორგისა და ნუცას მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს:

“დღეს დაგეგმილი იყო გიორგის პირველი ოპერაცია, მაგრამ ოპერაციამდე ჩატარებული გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა ბაქტერია, რის გამოც აუცილებელი გახდა რამდენიმე დღიანი მძიმე ანტიბიოტიკური მკურნალობა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ოპერაცია დაინიშნება ხუთშაბათს. რაც შეეხება ნუცას, ჯერჯეობით ველოდებით გამოკვლევების შედეგებს და თურქი ექიმების დასკვნას, ესეც უახლოეს საათებში უნდა გაირკვეს. თურქეთში გადმოყვანის შემდეგ გაირკვა, რომ ნუცას ასევე აქვს მხედველობის პრობლემა. დაწვრილებით ინფორმაციას ველოდებით დღის ბოლომდე”, – წერს გიორგი.

მეგობრები ყველას სთხოვენ, რომ ფოტოზე მითითებულ ანგარიშის ნომერზე მცირეოდენი თანხა მაინც გადარიცხონ, რადგან მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი: GE68BG0000000733092800 მიმღები:დავით ლომინაძე. ან დავრეკოთ შემდეგ ნომერზე – 0901701140. ზარის ღირებულება 1 ლარი.

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის, მათ შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი, მისი მეუღლე ანანო ბუაძე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები