გიორგი კვირიკაშვილმა, ჟან-კლოდ იუნკერმა და იოჰანეს ჰანმა ევროკავშირის სტენდზე გულები დახატეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ევროკავშირის სტენდზე მინაწერები გააკეთეს.
მედიისთვის გაკეთებული ერთობლივი განცხადებების შემდეგ, ჟან-კლოდ იუნკერმა ევროკავშირის სტენდზე წითელი გული დახატა, იოჰანეს ჰანმა – ისარგაყრილი ლურჯი გული, გიორგი კვირიკაშვილმა – „მე მიყვარს ევროკავშირი“.
ევროკავშირის სტენდი რუსთაველის გამზირზე სასტუმრო „ბილტმორის“ მოპირდაპირე მხარეს არის წარმოდგენილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები