გიორგი კალანდია: ვიღაცის დედას ცეცხლი მოჰკიდებია! ანგელოზივით ბიჭი ვიღაცას ავტოავარიის შედეგად მოუკლავს !

ისტორიკოსი გიორგი კალანდია დაღუპული ბიჭის ამბავს გამოეხმაურა და მიმართავს ხელისუფლებას, რომ რეგულაციები გაამკაცროს. “ვიღაცის დედას ცეცხლი მოჰკიდებია! ეს ანგელოზივით ბიჭი ვიღაცას ავტოავარიის შედეგად მოუკლავს! ხელისუფლებავ, გაამკაცრეთ რეგულაციები! ნულოვანი ტოლერანტობა მათ, ვინც ჩვენს გზებზე ამ ანგელოზივით თაობას სპობს, ფილტვებს და ჯანმრთელობას გვინადგურებს! არცერთი გაუმართავი მანქანა, თავქარიანი თუ ლოთი მძღოლი არ ღირს ამ ანგელოზის სიცოცხლედ!”- წერს გიორგი კალანდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ რომ, თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა. შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ, კოსტავას ქუჩაზე მოხდა. 18 წლის ნიკა ყოლბაიას “ზებრა” გადასასვლელზე ავტომობილი დაეჯახა. ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ ახალგაზრდა გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის შემდეგ მძღოლი დააკავეს, თუმცა როგორც ცნობილია, იგი სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

კომენტარები

სხვა სიახლეები