გიორგი კალანდია: ვინც ვერ ხვდება რომ თურქეთთან მეგობრობას ალტერნატივა არა აქვს, საქართველოს მტერია !

ქართულ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნათქვამია, რომ  ასახულია სარფის ტერიტორიაზე მყოფი თურქი, „რუხი მგლების“ თურქულ ნაციონალურ სიმღერა.
ცნობილი ისტორიკოსი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში ვიდეო რგოლს ეხმაურება და ამობობს რომ, ეს არის სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის კლასიკური მაგალითი.
„პროვოკატორობის და სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის კლასიკური მაგალითი! ის რაც ტექსტში წერია მსგავსი არაფერი ჩანს ვიდეოში! პირიქით ადამიანები ხორუმ ნარევ ცეკვას ასრულებენ და თან ერთგან ქართული ბორჯღალოიანი დროშა ჩანს! ახლა შეხედეთ ფოტოს – იქაც ჩანს რომ წერია სიტყვა ”რუსია” – რა შუაშია საქართველო, რუხი მგლები, საიდან ვიცით რომ ეს ცეკვაც კი საქართველოს ტერიტორიაზე სრულდება და საერთოდ სად არის აქ ნახსენები სარფი! მოკლედ ამ ქვეყანას იმდენი მტერი ყავს, რომ აღარ ვიცი როგორ აუვალთ ამდენ მოღალატეს! ის ვინც ვერ ხვდება რომ თურქეთთან მეგობრობას ალტერნატივა არა აქვს, საქართველოს მტერია!“ – წერს ისტორიკოსი გიორგი კალანდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=7InEwz1tz1o[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები