გიორგი გაბუნია მალიბუს: ცირას ვუშვებ და შენ გაბრუნებ პროექტში (ფოტო)

გადაცემა „არჩევანის“ დამთავრების შემდეგ გიორგი გაბუნია მალიბუმ  და ცირამ მათსავე მომზადებულ კერძზე მიიპატიჟეს და სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნეს:
„ერთი სული გვაქვს მე და მალიბუს როდის მორჩება „არჩევანი“ რომ ჩვენს გადაღლილ მენტორს ჩვენივე მომზადებული კერძი დავახვედროთ სახელად „მალცი“.

ფოტოს გიორგი გაბუნიამ კომენტარი გაუკეთა:

“გიორგი გაბუნია:
– უუუგემრიელესი იყო, მალიბუ!!! ცირას ვუშვებ და შენ გაბრუნებ იქს-ფაქტორში!!!
ცირა კობიაშვილი:
– კაპუჩინო ვინ გაგიკეთა, ხმა არ გამცე!!!
გიორგი გაბუნია:
–  უი, ეგ დამავიწყდა…. კარგი, მომდევნო ტურზე გაგაგდებ.
ცირა კობიაშვილი:
– შენ ვეღარ გამაგდებ გიო.
გიორგი გაბუნია:
– ისეთ შეფასებებს გაგიკეთებ, რომ თვითონ წახვალ”.

13339521_995936313855165_3701840521422437717_n13419180_1204460696240472_3036432535802297236_n

კომენტარები

სხვა სიახლეები