გიორგი აბდალაძემ ექიმებს მადლობა გადაუხადა: ქედს ვიხრი თქვენი შეუპოვრობის წინაშე!

ცნობილი ფოტოგრაფი, გიორგი აბდალაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქართველ ექიმებს მადლობას უხდის გადარჩენისთვის:
“ცოტაა ადამიანი რომელიც ერთხელ მაინც, ნუ ძალიან მსუბუქად არ ყოფილა ავად. მეც ესეთ ადამიანად ვთვლიდი თავს და მეგონა, რომ ჩემს ჯანმრთელობას, ენერგიას, ენთუზიაზმს არაფერი და ვერაფერი დაემუქრებოდა. ვაღიარებ, ვცდებოდი! ამ ვერაგმა ვირუსმა წარმოუდგენლად შეცვალა ყველას ცხოვრება, მათ შორის ჩემიც. კიდევ ერთხელ და კიდევ უამრავჯერ!!!!
მინდა გადავუხადო უდიდესი მადლობა ექიმებს, რომლებმაც 45 დღე თავდაუზოგავად იბრძოლეს ჩემი სიცოცხლხის გადასარჩენად.
დღეს მე უკვე ჩემს სახლში ვარ, ჩემს ოჯახთან ერთად ვარ. ექიმები ჩვენი მფარველი ანგელოზები, არა ,,იქ” არამედ აქ ჩვენს გვერდით, ჩვენთან ძალიან ახლოს. მადლობა ყველა ექიმს, მედდას, სანიტარს, დამხმარეს და უდიდესი მადლობა სასწრაფო დახმარების ავტომობილების მძღოლებს, რომლებიც საოცარებებს ჩადიან და ცდილობენ არცერთი წამი არ დაკარგონ სიცოცხლის გადასარჩენად. ქედს ვიხრი თქვენი შეუპოვრობის წინაშე!!!!
ყველას უდიდესი მადლობა.მეგობრებს რომლებოც ყოველ წამს ჩემს გვერდით იყვით და მეხმარებოდით ,მაძლიერებდით მადლობა ,ბედნიერი ადამიანი ვარ რომ მყავხართ, მიყვარხართ და მეამაყებით,მადლობა სიცოცხლე რომ მაჩუქეთ.
ყველას სწრაფ გამოჯანმთრელებას ვუსურვებ. მადლობა გადარჩენისთვის.” -წერს გიორგი აბდალაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები