გივი სიხარულიძე „ტასო ბარნოვაზე“ – ეს ჭიაღუა, შეუხედავი, „თავისუფლების ინსტიტუტის“ აგენტი

გივი სიხარულიძე გაზეთ „პრაიმტაიმთან“ გია ჯაჯანაძის შოუში მასსა და „ტასო ბარნოვას“ შორის დაპირისპირებაზე საუბრობს.
„ჯერ ერთი, საქართველოში ლამაზი ქალები გვყავს, შორენა ბეგაშვილი, მაკა ასათიანი. მათ რომ ეთქვათ ის ყველაფერი, რასაც ის შეუხედავი, მეტრა ათსანტიმეტრიანი გოგო ლაპარაკობდა, კიდევ შეიძლებოდა მეპატიებინა და მეთქვა, რომ ლამაზია და აიტანს კაცი ამ მნიშვნელობის გამო. ეს ჭიაღუა, შეუხედავი, „თავისუფლების ინსტიტუტის“ აგენტი რომ დაგიჯდება და გეტყვის, მომწონს ერთსექსიანთა ქორწინებაო, გაგიჟდები, აბა, რა მოგივა. ადამიანს მოსწონს, რომ კაცმა კაცი მოიყვანოს ცოლად, ქალმა ქალი, მერე ბავშვს ვერ გაუგია, რომელი დედაა და რომელი მამა. მამას შალვა ჰქვია და დედას – ვასო. ეს არის დემოკრატია?! ეს ამორალურობაა! ღმერთო, დაწვი ჩემი საქართველო, დაიწყოს აპოკალიფსი ჩემი ქვეყნიდან!“- ამბობს სიხარულიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები