5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
უამრავი საქმე გექნებათ დასასრულებელი, მნიშვნელოვანი საკითხები – მოსაგვარებელი. გვიანობამდე სამსახურში ნუ გაჩერდებით, უმჯობესია, მეგობრებთან ერთად იმხიარულოთ.

კურო
სანამ მთვარე თევზებშია, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას არ გირჩევთ. უმჯობესია, პირადი ცხოვრება მოიწესრიგოთ; მეტად დაისვენოთ. სხვა დღისთვის გადადეთ ვარცხნილობის შეცვლაც.

ტყუპი
მოერიდეთ ცვლილებებს. დილა სამსახურის საქმეებს, საოჯახო ვალდებულებების მოგვარებას დაუთმეთ, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

კირჩხიბი
სამსახურის საქმეების გამო ახლობლებს ყურადღებასა და მზრუნველობას ნუ მოაკლებთ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად. მარტოხელებს ონლაინ ნაცნობობა ელით.

ლომი
რომანტიკულ განწყობაზე ხართ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. დაქორწინებულებმა მეუღლეებს რომანტიკული საღამო მოუწყვეთ.

ქალწული
საქმეების მიტოვება და საყვარელ ადამიანთან განმარტოება მოგინდებათ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. თქვენზეა დამოკიდებული ურთიერთობა ერთ საღამოს თუ მეტხანს გაგრძელდება.

სასწორი
რომანტიკული განწყობის გამო სერიოზულ საკითხებზე მუშაობას ვერ შეძლებთ. არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები და შეხვედრები. სხვა დღისთვის გადადეთ ხელშეკრულებების გაფორმება.

მორიელი
ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგეთ. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, თავის მოვლას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. საღამოს რომანტიკული პაემანი დანიშნეთ.

მშვილდოსანი
დღევანდელი დღე მხოლოდ სამსახურის საქმეებს/სწავლას დაუთმეთ, გართობაზე ნუ მოცდებით. არ გირჩევთ გარეგნობის შეცვლას, მნიშვნელოვან ცვლილებებს ურთიერთობაში.

თხის რქა
მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას არ გირჩევთ, ერთი კვირით გადადეთ. დღეს დაასრულეთ უკვე დაწყებული პროექტები; გააუმჯობესეთ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან.

მერწყული
მშვიდად დაასრულეთ დაწყებული საქმეები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან; ახალგაცნობილს დაუნიშნეთ პაემანი. აგრეთვე კარგი დღეა კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად.

თევზები
საქმეების შემდეგ სამსახურში დიდხანს ნუ გაჩერდებით. უმჯობესია, თავისუფალი დრო საყვარელი ადამიანის გვერდით გაატაროთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები