გია მაისაშვილის გადმოყვანა სამშობლოში 160 000 დოლარი ჯდება – ოჯახი განცხადებას ავრცელებს

“ფეისბუქზე” გავრცელებული საჯარო ფულის შეგროვების არცერთი ინიციატივა არ მოდის ოჯახიდან და გირჩევთ, არ ჩაურიცხოთ არავის ფული, – ამის შესახებ გია მაისაშვილის ოჯახის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი.
ოჯახის ასევე მიმართავს საზოგადოებას, თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან.
„მოგესალმებით. გვინდა მოგახსენოთ, რომ ყველაფრის მიუხედავად, გია მაინც არ ნებდება და ბოლომდე იბრძვის სიცოცხლისათვის. სამწუხაროდ, გიას მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი თბილისში ჩამოყვანა ამჟამად ჩვენთვის ხელმიუწდომელია, რადგან ეს შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სამედიცინო რეანიმაციული თვითმფრინავით – რომელიც ჯდება 160, 000$.
აქედან გამომდინარე, გიას მეგობრებმა შეადგინეს პეტიცია და მიმართეს სახელმწიფოს ფინანსური დახმარებისათვის. ჩვენ, როგორც მისი ოჯახი, რა თქმა უნდა, ასეთ თანხას ვერ მოვითხოვთ და არც ველით. ასევე, გვინდა ხაზი გაუსვათ იმას, რომ ფეისბუქზე გავრცელებული საჯარო ფულის შეგროვების არცერთი ინიციატივა არ მოდის ოჯახიდან და გირჩევთ, არ ჩაურიცხოთ არავის ფული.
ასევე, დიდი თხოვნა გვაქვს, ყველამ თავი შეიკავოს პოლიტიკური განცხადებებისაგან.
უღრმესი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის“, -აღნიშნულია მიმართვაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები