გთხოვთ გამოაქვეყნოთ ეს ინფორმაცია – ”…ძალიან ბევრი ადამიანია შეცდომაში შეყვანილი“.

     მომღერალი მარიამ როინიშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ რჩება.
ამის შესახებ რონიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„თხოვნით მივმართავ ინტერნეტ პორტალებს, იქნებ გამოაქვეყნოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის, პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“ არ დამიტოვებია და არც საავადმყოფოში ვწევარ. ძალიან ბევრი ადამიანია შეცდომაში შეყვანილი“, – წერს მარიამ როინიშვილი.
რამდენიმე დღის წინ მომღერლის დედამ თამრიკო ჭოხონელიძემ შვილის ჯანმთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი ინფორმაციით, მარიამი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გაბზარული ნეკნით ცეკვავდა. ჭოხონელიძის თქმით, მის შვილს ერთი თვის განმავლობაში გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა და მუდმივად მედიკამენტების ქვეშ იმყოფებოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები