„გაყინული რომ აღმოჩნდები შუაღამე ქუჩაში, დაშვებული საბურავით“ – პატრულის თანამშრომლები მოქალაქეს საბურავის გამოცვლაში დაეხმარნენ

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეს დახმარება აღმოუჩინეს და დაშვებული საბურავის გამოცვლაში დაეხმარნენ. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის პრესმდივანი ნინო სტურუა შესაბამის პოსტს ფეისბუქზე აქვეყნებს:
„სრულიად გაყინული რომ აღმოჩნდები შუაღამე ქუჩაში, დაშვებული საბურავით და პატრული დაგეხმარება, აი ის მომენტი! გამორიცხული იყო არ დამეწერა. უდიდესი მადლობა #208 ეკიპაჟის ოქროს ბიჭებს!“ – წერს ნინო სტურუა.


15218589_10154187663774779_387937423_n

კომენტარები

სხვა სიახლეები