გამომცხვარი კარტოფილი კვერცხით

ინგრედიენტები:
საშუალო კარტოფილი – 3 ც.
კვერცხი – 6 ც. ყველი -100 გრ.
მწვანე ხახვი, მარილი და პილპილი.
მომზადების წესი: კარტოფილი კანიანად მოვხარშოთ, გავჭრათ შუაზე და გულის ნაწილი კოვზით ამოავაცალოთ. ყველი გავხეხოთ და ხახვი დავჭრათ. კარტოფილს მარილი, პილპილი და ყველი მოვაყაროთ, შემდეგ მასში კვერცხი მოვათავსოთ და კვლავ მარილით და პილპილით შევაზავოთ. ღუმელი 200 გრადუსამდე გავახუროთ და კარტოფილი მოვათავსოთ. დავტოვოთ მანამ, სანამ ცილა არ გათეთრდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები