“გამომიცხადა, რომ ამაყია პუტინით” – “რიყეზე” გადაღებულმა ფოტოებმა სოცქსელში ხმაური გამოიწვია

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, რომლებიც, მათი ავტორის განცხადებით, “რიყის” პარკშია გადაღებული. ფოტოზე ჩანს მამაკაცი მაისურზე პუტინის სურათითა და წარწერით – “ყველაზე ზრდილობიანი ადამიანი.” “ეს არის საქართველოს დღევანდელი რეალობა და ამაზე პასუხისმგებელი არის ჩვენი მთავრობა! ეს ტიპი თავისუფლად სეირნობს თბილისის ქუჩებში, მე კი ვუთხარი სათქმელი, მაგრამ აზრი? ეს მაიკა თავზე უნდა დაახიოს კაცმა ამ პროვოკატორს! ამ დღეებში გაიკვრება ანტისაოკუპაციო სტიკერები, თანაც ყველაზე ბევრი!”, – წერს ფოტოების ავტორი, ცოტნე ჯაფარიძე. აღნიშნულ ფოტოებს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან, კომენტარების სახით. თითქმის, ყველა მათგანი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქე პროვოკატორია და ასეთ ადამიანებს მთავრობა ქვეყანაში არ უნდა აჩერებდეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები