,,გამარჯობა, მე შენი სხეული ვარ…”, გესმით მისი? თქვენი სხეულის მონოლოგი

1) მე გამოვიყურები ისე, როგორც შენ ფიქრობ ჩემზე. ძალიან გთხოვ, იფიქრე, რომ ლამაზი ვარ და ლამაზი ვიქნები.

2) როდესაც ფიქრობ ავადმყოფობაზე და ცდილობ აღმოაჩინო ის ჩემში, მე მიწევს შენს ფიქრებზე გადაწყობა… და ვავადდები.

3) როდესაც დიდ დროს უთმობ ისეთ ფიქრებს, რომლებიც ნეგატიურ ემოციებს იწვევს შენში, მე ცუდად ვხდები და ვავადდები. ეს ხდება იმიტომ, რომ მთელი ცხოვრებისეული ძალა ამ ფიქრებზე იხარჯება.

4) როდესაც ფიქრობ პოზიტიურად, მე ვიფურჩქნები და ვახალგაზრდავდები.

5) ჩემი რეზერვები და შესაძლებლობები ძალიან დიდია. უბრალოდ მენდე… მე შემიძლია განვიცადო რეგენერაცია… მე შემიძლია აღვიდგინო ძალები და გამოვაჯამრთელო დაზიანებული ორგანოები. მე იმ შემთხვევაშიც კი შემიძლია გამოჯანმრთელება, როცა თქვენი ექიმები უკურნებელ დიაგნოზს მისვამენ. უბრალოდ დამეხმარე რწმენით და მაგრძნობინე, რომ შემიძლია.

6) მე ისე ვარ მოწყობილი, რომ ადვილად შემიძლია ვიცოცხლო ათასი და მეტი წელიც. შენ კი, 35-40 წლის ასაკში [შესაძლოა უფრო ადრეც] სიბერეზე იწყებ ფიქრს. შენ მე საკუთარი ფიქრებით მაბერებ. თქვენს საზოგადოებაში მუსირებს პროგრამა, რომ თითქოს 100 წელი – ეს ზღვარია.

7) როდესაც რამის ჭამას დააპირებ, იქნებ იშვიათად მაინც მკითხო, თუ რა მინდა მე? თუ ისწავლი ჩემს მოსმენას და გაგებას, მე ყოველთვის გიპასუხებ… და ეს ორივეს დიდ სარგებელს მოგვიტანს. იმის ნაცვლად, რომ მე მისმინო, შენ იღებ საკვებს ავტოპილოტზე, ან ჭკვიან წიგნებს მიმართავ.

8) მე ძალიან მიყვარს სუფთა ჰაერზე სეირნობა. მიყვარს ცურვა და სირბილი. მიყვარს ცეკვა, მასაჟი, სექსი… მიყვარს ყველაფერი, რაც აქტიურობასთანაა კავშირში და რასაც ნამდვილი სიხარული მოაქვს. კომპიუტერისა და ტელევიზორის წინ ჯდომა? ნამდვილად არ მიყვარს.

9) მე მჯერა შენი… და თუ ტორტის ნაჭრის ჭამის დროს, ფიქრობ, რომ გასუქდები, მე აუცილებლად მოვახდენ ამ ფიქრის რეალიზებას და გავსუქდები.

10) მე უზომოდ მიყვარხარ შენ და ძალიან მინდა მოვისმინო ხოლმე მადლიერებისა და სიყვარულის სიტყვები შენგან… იშვიათად მაინც. მაგრამ, თუ არ გააკეთებ ამას, მე მაინც უპირობოდ მეყვარები შენ.

მე შენი სხეული ვარ… შენი სამყარო.

შენ ასევე, დიდი სამყაროს ნაწილი ხარ.

მადლიერი ვარ, რომ ჩემში ხარ.

მადლიერი ვარ, რომ მომისმინე.

მადლიერი ვარ შენი… მე მხოლოდ იმიტომ ვარსებობს, რომ შენ თავად ისურვე ეს… და ვარ ისეთი, როგორიც გინდა, რომ ვიყო.

მოდი ვიმეგობროთ და დავეხმაროთ ერთმანეთს.

წყარო: https://www.mental.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები