გავრილოვი: შესაძლოა, მღვდელი გავხდე, მზად უნდა ვიყო, ადამიანებს ცოდვები შევუნდო

რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელსაც ქართული საზოგადოება  ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო უკვე ძალიან კარგად იცნობს, ამბობს, რომ არ გამორიცხავს, მღვდელი გახდეს. ამის შესახებ მან „რასია 24“-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩემთვის ეს რთული არჩევანია, რადგან ბაბუაჩემი საქართველოშია დაკრძალული და მისი საფლავის მონახულება მსურდა. სასულიერო სემინარია მაქვს დამთავრებული, შესაძლოა, მღვდელი გავხდე და სხვადასხვა ადამიანის აღსარების ჩაბარება მომიწევს. მზად უნდა ვიყო, ადამიანებს ცოდვები შევუნდო, მაგრამ არ შეიძლება  ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო თავდასხმების პატიება; არ შეიძლება, ვაპატიოთ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მისამართით იფურთხებიან. ასეთი რამ არ უნდა ვაპატიოთ“, – განაცხადა გავრილოვმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები