“გადარჩენის ერთადერთი გზა ოპერაციაა” – 3 შვილის დედას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

2020 წლის იანვარში თეა ჩხიტუნიძეს იუნგის სარკომა დაუდგინდა.

ფინანსური სახსრების ამოწურვისა და ძვირადღირებული მკურნალობის გამო ახალგაზრდა ქალი საზოგადოებას დახმარებას თხოვს.

“ვარ 39 წლის სამი შვილის დედა, მაგრამ უკვე უმძიმესი დიაგნოზით – 2020 წლის იანვარში დამიდგინეს იუნგის სარკომა. იქედან მოყოლებული, საკუთარი სახელმწიფოსა და კეთილი ადამიანების დახმარებით გავიარე მკურნალობის ურთულესი გზა, მარდალეიშვილის კლინიკაში ჩავიტარე ქიმიოთერაპიის სრული კურსი, მაგრამ უშედეგოდ… როგორც ექიმი მეუბნება გადარჩენის ერთადერთი გზა ოპერაციაა, რომლის ღირებულებაც 41 000 ლარს შეადგენს, მაგრამ მხოლოდ 19 000 ლარი შევაგროვეთ, რაც ოპერაციისთვის არასაკმარისია, მდგომარეობა კი დღითიდღე მიმძიმდება… მაქვს გაუსაძლისი ტკივილები რომელსაც გამაყუჩებელიც ვეღარ შველის… გულს მიკლავს, მადარდებს და მანადგურებს ცრემლიანი შვილების ყურება…. უკვე მიჭირს სიარული, საუბარი, იმედიც მიქრება რადგან საშველი არსაიდანაა….” – წერს თეა ჩხიტუნიძე სოციალურ ქსელში.

მისი ახლობლები საზოგადოებას 3 შვილის დედის დახმარების თხივნით მიმართავენ.

“სასწრაფოდ გვესაჭიროება 15 000 ლარი დრო მხოლოდ 2 კვირა გვაქვს, ოჯახს ყველა რესურსი ამოეწურა, გთხოვთ, დავეხმაროთ გავერთიანდეთ და ერთად გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე”, – წერია მიმართვაში.

ანგარიშის ნომერი:საქართველოს ბანკი GE42BG0000000162734626
მიმღები: გიორგი გაჩეჩილაძე

კომენტარები

სხვა სიახლეები