„გადავწყვიტე, ახლიდან დავიწყო ყველაფერი” – სად იწყებს მუშაობას ინგა გრიგოლია?!

 

პოპულარული  ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ახალ სამსახურს იწყებს. უბრუნდება თუ არა ცნობილი ტელეწამყვანი ტელევიზიას, თუ  ის სხვა სფეროში მიდის, ეს ჯერ უცნობია. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში გრიგოლია მხოლოდ იმას წერს, რომ ახალ სამსახურში მუშაობას, მომავალი ორშაბათიდან შეუდგება.

“დავამთავრე უსაქმურობის პერიოდი… წყენებისგან, გაბრაზებისგან, უსამართლობის ემოციებისგან სრულიად სტერილური ვარ უკვე და მივხვდი, რომ აქტიურობის დრო დადგა.  (პრინციპში, ორ თვეზე მეტ ხანს არც არასდროს გაგრძელებულა ჩემი უსაქმურობა და გაბრაზებები). ხოდა, ბევრი რომ არ მივედ-მოვედო, გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ ახლიდან დავიწყო ყველაფერი… მიყვარს ჩემი ცხოვრება, ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ ხელახლა რომ ვიწყებ… და იმიტომაც მიყვარს ჩემი ცხოვრება, ყოველი ფინალის მერე, ძალიან მალე ახალი ენერგია რომ მემატება. ორშაბათიდან ახალ სამსახურში გავდივარ და ისევ პირველი სექტემბერი მაქვს ორ დღეში. დეტალებს ორშაბათს მოგახსენებთ“,- წერს ფეისბუქში ინგა გრიგოლია.

კომენტარები

სხვა სიახლეები