გაგრძელდება თუ არა “ხელოვნური სუნთქვა” – ნიკა გვარამია განმარტებას აკეთებს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია სერიალის “ხელოვნური სუნთქვა” შეწყვეტასთან დაკავშირებით განმარტებას სოციალურ ქსელში აკეთებს.
“ვეხმაურები ძალიან ბევრი ტელემაყურებლის შეკითხვას, საყვედურს, თხოვნას, მოთხოვნას, მუქარასაც კი.
სერიალი “ხელოვნური სუნთქვა” ამ ეტაპზე ვერ გაგრძელდება, რ2ის წინააღმდეგ სახელმწიფოს ორწლიანი კამპანიის შედეგად არხზე შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გამო. სამწუხაროდ, ჩავთვალეთ, რომ სხვა პრიორიტეტების დაფინანსება უფრო მნიშვნელოვანია. იმედია, უკეთესი დრო დადგება და თქვენი საყვარელი სერიალიც გაგრძელდება. 

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! მრავალს დაესწარით!”- წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები