ბრაზილიაში კარნავალი დაიწყო (ვიდეო)

ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ტრადიციული კარნავალი დაიწყო. კარნავალის გახსნის ცერემონიაზე დღესასწაულის „მასპინძელს“, მეფე მომს ქალაქის სიმბოლური გასაღები გადაეცა. ამ როლისთვის სპეციალური ჟიური ათობით პრეტენდენტისგან ერთ მამაკაცს ყოველწლიურად ირჩევს.
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, კარნავალში გამარჯვებისთვის სამბის 12 სკოლა იბრძოლებს. კოლექტივების გამოსვლას სპეციალური ჟიური შეაფასებს, რომელიც მუსიკოსებისგან, მსახიობებისგან და ჟურნალისტებისგან შედგება.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=pLutQ7TyOzY[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები