„ბრავო რექორდსში“ ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერი ვიდეოკლიპი გადაიღეს (ფოტო,ვიდეო)

„Я не здамся без бою“! – „მე არ დავნებდები ბრძოლის გარეშე“, – ასე ჰქვია სიმღერას, რომელზეც „ბრავო რექორდსში“ უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერი ვიდეოკლიპი გადაიღეს,- კლიპის პრემიერა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შედგა.
სიმღერა „ბრავო რექორდსის“ ხმის ჩამწერ სტუდიაში ჩაიწერა და მას ცნობილი ქართველი მომღერლები – სოფო ბედია, გიორგი მახარაშვილი, ნინა წკრიალაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი ბერიძე, ანრი ჯოხაძე, მაკო კვიტაიშვილი, ანი კეკუა, ნინი ბადურაშვილი, ნინი წიკლაური, გიორგი ჩიქოვანი და სოფო გელოვანი ასრულებენ. კლიპის პრემიერა 13 მარტს, ტელეკომპანია „იმედის“ ახალ ანალიტიკურ გადაცემაში „იმედის დრო“ შედგა.

კომენტარები

სხვა სიახლეები