“ბოლო ზარის პერანგი ქურდული სიმბოლიკით” – ესაა არასრულწლოვანი, რომლის დაგეგმილმა კრიმინალურმა გარჩევამ, გიორგი შაქარაშვილი შეიწირა”

ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს ფოტოს სადაც აღბეჭდილია მოსწავლე ბოლოზარის პერანგით რომელზეც ე.წ. ქურდული სიმბოლიკებია დახატული.
როგორც ჟურნალისტი წერს ფოტოზე ის არასრულწლოვანია, რომელმაც მცხეთაში იჩხუბა და კრიმინალური გარჩევა დაგეგმა, რომელსაც გიორგი შაქარაშვილი შეეწირა.
“ეს ფოტო გადაღებულია წელს, მაისში, თბილისში. ბოლო ზარზე – 17 წლის ბავშვი სკოლას ამთავრებს და პერანგზე რა ახატია?
ქურდული სიმბოლიკა
ეს გაატარა მშობელმა, მასწავლებელმა, სხვა ბავშვებმა, დირექტორმა, მანდატურმა, ყველამ. ნორმად მიიღეს.
ესაა არასრულწლოვანი რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი დაგეგმა კრიმინალური გარჩევა, რომელსაც გიორგი შაქარაშვილი შეეწირა.
ხვდებით ხომ სადაა პრობლემა?”-წერს ჟურნალისტი.

კომენტარები

სხვა სიახლეები