“ბოდიში, რომ თავის დროზე არ მესმოდა, შენც ისეთივე მსხვერპლი იყავი, როგორიც – მე” – ქართველი ტრანსგენდერის მიმართვა დედას

ქართველი ტრანსგენდერი ქალი, მადონა კიპაროიძე სოციალურ ქსელში დედაზე სევდიან სტატუსს აქვეყნებს:

“დღეს 31 მაისია, უკანასკნელი შეხვედრიდან 1 წელი გავიდა . მაშინაც ვიჩხუბეთ და ამ 1 წლის განმავლობაში არაფერი გაგვიგია ერთმანეთის.
ადრე სახლიდან რომ მაგდებდი ხოლმე, ფოტო მომქონდა ჯიბით და შენს ფოტოსთან ერთად მეძინა, შენი ფოტო მუდმივად ბალიშის გვერდით მედო. სადაც მივდიოდი, გულის ჯიბეში მედო. ცუდი ისაა, რომ ახლა ფოტოს წამოღება ვერ მოვასწარი… ან ვერ მოვიფიქრე. ამაზე უფრო ცუდი ისაა, რომ ერთმანეთს არ ველაპრაკებით, არა და, ჩვენ შორის იმდენად დიდია დედაშვილური კავშირი რომ, რაც უფრო ვიზრდები, შენ გემსგავსები.
იმდენად დიდად ხარ ჩემს გულსა და სულში, რომ რაც დრო გადის, შენი ასლი ვხდები, რადგან მე შენი გოგო ვარ, შენი სისხლი და ხორცი და შენი სულის ნაწილი. სწორედ ამიტომაა ჩვენ შორის ამხელა მსგავსება ხასიათით, ვიზუალით, გამძლეობითა და მრავალი სხვით. მიხარია, რომ შენ გემსგავსები – ალბათ იმიტომ, რომ, მე შენი სისხლი და ხორცი კი არა, შენი სულიერი განცდების ნაწილიც კი ვარ. შენ არ ხარ ცუდი დედა, შენ უსამართლობის მსხვერპლი დედა ხარ ! არასდროს დაადანაშაულო საკუთარი თავი, ბოდიში, რომ თავის დროზე არ მესმოდა,  შენც ისეთივე მსხვერპლი იყავი, როგორიც – მე.

ps: მენატრება შენთან ერთად დილის 6 საათზე ყავის დალევა ჩვენს ეზოში იმ ხის ქვეშ, რომელიც მე და შენ დავრგეთ, როცა მე 6 წლის ვიყავი”.

კომენტარები

სხვა სიახლეები