ბლინები შოკოლადით, ხილითა და ნაყინით

 

ინგრედიენტები:
ბლინისთვის: რძე – 500 მლ,
კვერცხი – 2 ცალი,
ზეთი – 2 – სადილის კოვზი,
შაქარი – 1 სადილის კოვზი,
ფქვილი -200 გრ, სოდა- 1 ჩაის კოვზი, მარილი.
მოსართავად: შოკოლადი, ნაყინი, ხილი.

მომზადების წესი: კვერცხი შაქართან და მარილთან ერთად ავთქვიფოთ. ზეთი დავუმატოთ და კარგად ავურიოთ. შემდეგ რძე, სოდა და ფქვილი დავუმატოთ და მიქსერით ავთქვიფოთ. ტაფა გავაცხელოთ, ცოტა ზეთი წავუსვათ, მიღებული მასა დავასხათ და ორივე მხრიდან შევწვათ. შოკოლადი გავადნოთ, ხილი დავჭრათ. ბლინს დამდნარი შოკოლადი მოვასხათ. ნაყინის ბურთებით და ხილით მოვრთოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები