ბიჭს, რომელსაც დედა მოუკლეს, საზოგადოების დახმარება სჭირდება

ბიჭს, რომელსაც დედა მოუკლეს, საზოგადოების დახმარება სჭირდება. ამის შესახებ, სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ინფორმაციას ავრცელებს:

“მეგობრებო , ერთ ძალიან კარგ მოსწავლეს და უწესიერეს ბიჭს ჩვენი დახმარება სჭირდება ,
რომელსაც სრულიად უმიზეზოდ 3 დღის წინ საკუთარ სახლში დედა მოუკლეს.
არავინ ჰყავს მოხუცი ბაბუის გარდა .. სრულიად მარტოა დარჩენილი.
გთხოვთ თუ ვინმეს ძველი სარეცხის მანქანა გაქვთ , მოქმედი, რომ აღარ გჭირდებათ და გემეტებათ მომწერეთ.
ან თუ ვინმეს სურვილი ექნება და თანხით დახმარება შეგეძლებათ გთხოვთ თუნდაც 1 ლარი ჩარიცხეთ.
GE06BG0000000366005370GEL”

კომენტარები

სხვა სიახლეები