ბიჭი, რომელმაც გადაბრუნებული ქოთანი გაასწორა და მცენარე დააბრუნა – მიკროსაფინანსო კომპანია ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ჩანს თუ როგორ აბრუნებს ავტომობილის მიერ წაქცეულ ყვავილის ქოთანს უცნობი ახალგაზრდა ადგილზე.
ფაქტი თბილისის დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირზე, 14 ნოემბერს, ღამის პირველ საათზე, მიკროსაფინანსო კომპანია „ჯეოკაპიტალის“ თბილისის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიზე მოხდა.
მიკროსაფინანსო კომპანია საზოგადოებას მოუწოდებს დაეხმარონ ამ ახალგაზრდის პოვნაში, რათა გამოჩენილი გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადონ.
„მეგობრებო, ძალიან გვჭირდება თქვენი დახმარება – გვაპოვნინოთ ის კეთილი ადამიანი, რომელმაც არ დაიზარა და 14 ნოემბერს, ღამის პირველ საათზე, მიკროსაფინანსო კომპანია „ჯეოკაპიტალის“ თბილისის ფილიალის წინ ავტომანქანის მიერ გადმოყირავებული ქოთანი გაასწორა და მცენარე დააბრუნა ქოთანში, თან ისიც კი არ დაიზარა, რომ მიწაც ჩაეყარა მცენარისთვის. გვინდა ამ ახალგაზრდას და სამაგალითო მოქალაქეს გადავუხადოთ სათანადო მადლობა და ამით შევახსენოთ სხვებსაც, რომ კეთილი საქმე არასდროს რჩება შეუმჩნეველი“ , – აცხადებენ კომპანიაში.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=yUqUlm0s-5M[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები