ბიძინა ივანიშვილი: ალექსანდრე დიუმა ჩემი ყველაზე საყვარელი მწერალია

ახლა ნიცშეს ვკითხულობ, ადამიანზე ბევრი აქვს დაწერილი, რასაც არ ვეთანხმები, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “მშვიდობით იარაღო” განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მისი ყველაზე საყვარელი მწერალი ალექსანდრე დიუმაა, თუმცა, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ორუელი ძალიან დაეხმარა.

„როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ალექსანდრე დიუმა მიყვარდა ძალიან, როდესაც მოზარდი ვიყავი, 12-13 წლის, ძალიან ბევრს ვკითხულობდი, რაც მქონდა, წიგნი ასარჩევად არ მქონდა, არავინ არ მირჩევდა სახლში. ალბათ ზეპირად ვიცოდი 20 წლის შემდგომ გრაფი მონტეკრისტო, უფრო გვიან შემიყვარდა დუმბაძე. მაგრამ ალექსანდრე დიუმა ალბათ ჩემი ყველაზე საყვარელი მწერალია. ყველაზე მეტი დრო მაქვს დახარჯული და ყველაზე მეტი წაკითხული. პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ ჯორჯ ორუელი გამომადგა. 1984, ძალიან შეესატყვისებოდა სააკაშვილის პოლიტიკას და ხშირად ვიხსენებდით ციტატებს. ახლა ნიცშეს ვკითხულობ, ადამიანზე ბევრი აქვს დაწერილი, რასაც არ ვეთანხმები“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები