ბექა გოჩიაშვილი: მიუნხენის აეროპორტში  ბომბი იპოვეს და ტერორისტი დაიჭირეს

„მიუნხენის აეროპორტში გავიჭედეთ“, – წერს სოციალურ ქსელში ქართველი ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილი და მიზეზებსაც განმარტავს. როგორც ბექა გოჩიაშვილი ამბობს, მიუნხენის აეროპორტში სამართალდამცველები ბომბს ეძებდნენ და ტერორისტიც დაიჭირეს.
„მიუნხენის აეროპორტში გავიჭედეთ, მიზეზი ბომბის პოვნა და ტერორისტის დაჭერაა. დიდი ხნის შემდეგ, გახსნეს Check-In, ბომბის აეროპორტიდან გატანის შემდეგ. იმედია, მოვახერხებთ გაფრენას და ამ ტურის ბოლო კონცერტის დაკვრას, რისიც მჯერა, რო ნაღდად მოხდება, რომელიც დღეს არის საფრანგეთში. ხალხი წყნარად არის, პანიკა დაწყნარდა. მადლობა მიუნხენის პოლიციას, დროული და აქტიური მუშაობისთვის“, – წერს ბექა გოჩიაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები