ბელორუსში ორსულ ქალებს მანქანის მართვა აუკრძალეს

ბელორუსის ნაციონალურმა სამართლებრივმა ინტერნეტპორტალმა ჯანდაცვის სამინისტროს ახალი დადგენილება გამოაქვეყნა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების მართვის უკუჩვენებების განახლებულ ჩამონათვალს მოიცავს.
როგორც ცნობილია, ახლა 12 კვირის და მეტის ორსულ ქალებს ეკრძალებათ მანქანის მართვა. თავდაპირველად, ბელორუსში ქალებს მანქანის მართვა ორსულობის მე-7 თვიდან ეკრძალებოდათ.
დოკუმენტი ძალაში 15 დღეში შევა.

კომენტარები

სხვა სიახლეები