„ბევრი ფაქტორის გამო…“ – ლუკა კურტანიძის ემოციური მილოცვა ბიძინა ივანიშვილს

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი, სპორტსმენი ლუკა კურტანიძე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს იუბილეს ულოცავს.
შესაბამისი პოსტი მან ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
„ვფიქრობდი აღმენიშნა თუ არა საჯაროდ, რომ დღეს ერის კაცის ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა? ! ბევრი ფაქტორის გამო… პირველი იმიტომ რომ თვითონ არ უყვარს მასზე რომ ამბობენ.,მეორე კი ის რომ ვიღაცეები იტყვიან პირფერობსო და სხვა. ..მაგრამ ერთია მთავარი მართალი სიტყვა, საქმით, ქმედებით, თავდაბლობით და სიყვარულით ფასდება! ამ ღირებულებიდან გამომდინარე მინდა უდიდესი ძმური სიყვარულით ვუსურვო ერის კაცს ბიძინა ივანიშვილის ულევი ჯანმრთელობა, სიყვარული, სიმხნევე და ულევი ბედნიერება სამაგალითო ოჯახთან ერთად! ბატონო და მეგობარო ძალიან გვიყვარხართ“, – წერს ლუკა კურტანიძე.
საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იუბილარია. მას 62 წელი შეუსრულდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები