ბედნიერი ქორწინება ყოველ ღამე სექსს არ გულისხმობს

ბედნიერი ქორწინება ყოველ ღამე სექსს გულისხმობს – ეს ასე არ არის. ყველა ადამიანი სხვადასხვა ბიოტიპია და ტემპერამენტიც განსხვავებული გააჩნია. ასევე, ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად არის დატვირთული სამსახურში, რომლის შემდეგ, ხშირად, მხოლოდ სახლში მისვლა, გამოცვლა და დაძინება სურს? ამიტომ, ნუ იგრძნობთ თავს დამნაშავედ.

 აუცილებელია ორალური სექსი – ესეც მორიგი სიცრუეა. თქვენ შეიძლება გიყვარდეთ და მოგწონდეთ რაიმეს კეთება, ან არა. იძულება სექსში გამორიცხულია.

კრიტიკული დღეების დროს სექსი საზიზღრობაა – ასე მხოლოდ 14 წლის მოზარდები ფიქრობენ, ან მამაკაცები შესაბამისი გამოცდილებით. იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენ შემთხვევაში ეს ასე არ არის.

მხოლოდ სტანდარტულ პოზებს ანიჭებთ უპირატესობას? თქვენ ცუდი სექსი გქონიათ! – ყველა ჩვენგანს სურს ლოგინში შეუდარებელი საყვარელი იყოს. თუმცა ყოველ ჯერზე „აკრობატიკით“ თუ არ დაკავდებით, ეს არ ნიშნავს რომ ცუდი სექსი გაქვთ. ბუნებრივია, რომ ორ ადამიანს მრავალფეროვნებისკენ მიდრეკილი მუდმივი ენთუზიაზმი ვერ ექნება.

ადამიანმა ყველაფერი უნდა გასინჯოს, ერთხელ მაინც – ამ ფრაზას ხშირად იმეორებენ მამაკაცები იმ იმედით, რომ ამა თუ იმ ქმედებაზე დაგითანხმებენ, მათ შორის სექსუალურ ექსპერიმენტებზე. მაგრამ თუ თქვენ არ გსურთ რაიმეს გაკეთება, სულაც არ ნიშნავს, რომ ძველმოდური და ინერტული ბრძანდებით.

აქტს ერთად ვერ ასრულებთ, მაშასადამე არ ეწყობით – ფილმებისა და წიგნებისგან განსხვავებით, სექსის დროს სიამოვნების განცდა, ან აქტის ერთდროული დასრულება არც ისე ხშირი შემთხვევაა. ასე რომ, თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი ერთმანეთს ხშირად ვერ ემთხვევით, ამისგან ტრაგედიას ნუ შექნით.

რაც უფრო დიდხანს გრძელდება ორგაზმი, მით უკეთესია – ყოველ ჯერზე ასე როდია… ეს ყოველივე დამოკიდებულია ადამიანის განწყობასა და ორგანიზმის მდგომარეობაზე.

მამაკაცებს უყვართ ლამაზი თეთრეული -არა, ეს ქალებს უყვართ ლამაზი თეთრეული. აღგზნებულმა მამაკაცმა შეიძლება ვერც კი შენიშნოს თქვენი მაქმანებიანი საცვალი. მთავარია, არ გაბრაზდეთ, თუ ის თავისდაუნებურად ძვირადღირებულ თეთრეულს შემოგახევთ.

ქორწინების შემდეგ ქრება ლტოლვა – რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ქორწინება კიდევ უფრო აახლოვებს ორ ადამიანს, შესაბამისად, სექსიც გაცილებით საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება.

თუ ინტიმურ ურთიერთობას ჩაბნელებულ ოთახში ამჯობინებ, ესეიგი დაკომპლექსებული და შებოჭილი ხარ -ზოგადად მიღებულია, რომ როდესაც ერთ-ერთი ორგანო გათიშულია (ამ შემთხვევაში მხედველობა), დანარჩენი ორგანოები უფრო აძლიერებენ ფუნქციონირებას. ასე უფრო დიდ სიამოვნებას ღებულობთ შეხებითა და ყნოსვით. ტყუილუბრალოდ არ ხდება, რომ კოცნის დროს თვალებს ხუჭავენ.

წყარო: http://eva.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები