ბაია პატარაია ნიკა გვარამიას: ჩემზე რომ ჭორაობთ ეთერში, იქნებ გეცადათ მიწვევა

უფლებადამცველი ბაია პატარაია აცხდებს, რომ „ რუსთავი 2“ -მა მას საეთერო დრო არ დაუთმო.
პატარაია ტელეკომპანიას აკრიტიკებს. ის შესაბამის პოსტს ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს და გადაცემა „კვირის აქცენტების“ წამყვანებს მიმართავს:
„Eka Kvesitadze და Nika Gvaramia ჩემზე რომ ჭორაობთ პირდაპირ ეთერში, იქნებ გეცადათ მიწვევა, ჩართვა, პასუხს მაინც გაგცემდით სათანადოს. თუ თქვენი ტელევიზიაა, თქვენი ნებაა და რასაც გინდათ იმას იზამთ???“, – წერს პატარაია.
პატარაიას პოსტს არაერთი კომენტარი მოჰყვა. მას მიმართვის ადრესატებმაც უპასუხებს.
„დიდი ბოდიში, ჭორაობას თქვენს გახარიასთან შეხვედრას უფრო დავარქმევდი. დარეკე და ვინმემ უარი გითხრა გადაცემაში ჩართვაზე? აქაც გეტყვი – ზურა ჯაფარიძეს შენი ნებართვა არ სჭირდებოდა, რომ აქციაზე გამოსულიყო“, – პასუხობს კვესიტაძე პატარაიას.
პატარაიას ნიკა გვარამიაც პასუხობს.
„ჭორაობით შენ ეჭორავე გახარიას, ჩემო ბაია, იქ მდგომი ხალხისგან ფარულად. რომ არაფერი ვთქვათ შარდის ბუშტის პასაჟებზე, ტვინი რო გაღუნე მთელი დღე“ – წერს გვარამია.

კომენტარები

სხვა სიახლეები