ბათუმში “ნაცმოძრაობის” წევრმა “ქართული ოცნების” მომხრე ქალი სცემა

ბათუმში ერთ – ერთ საარჩევნო უბანზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ქალმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მომხრე ქალბატონს.
როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ჯელალ კიკავა ურეკავს ზონდერ ჯგუფებს და მათ ფიზიკური ძალადობისადა პროვოკაციებისკენ მოუწოდებს.
„არსებობს შესაბამისი ვიდეომასალა. მოგვიანებით აღნიშნულმა პირმა ბათუმის 9-ე უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს მომხრე ქალბატონს“, – აღნიშნა მდინარაძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

კომენტარები

სხვა სიახლეები