ბავშვის ტირილის გამო გამოძახებული პატრული – როგორ “ასწავლეს ჭკუა” პატარას (ფოტო)

შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, თეა პერტაიამ სოციალურ ქსელში სურათი განათავსა, სადაც პატარა მაქსიმე პატრულის თანამშრომლებთან ერთადაა გადაღებული. როგორც აღმოჩნდა, მისმა ტირილმა მეზობელი შეაწუხა და მან საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
“პატარა მაქსიმემ მეზობელი შეაწუხა და ამ უკანასკნელმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
რეაგირება ადეკვატური.
P.S. ბავშვი დაკავებულია”, – წერს თეა პერტაია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები