ბავშვთა იძულებითი ქორწინება (ფოტოკოლაჟი)

 

  ბავშვთა იძულებითი ქორწინება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ყველაზე უხეში დარღვევაა. მას ხშირად აქვს ადგილი შუა აზიის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებში.
აღნიშნული ქვეყნების კანონმდებლობით, 16 წელი ქორწინების ყველაზე ადრეული ასაკია, თუმცა ეს არ უშლის მშობლებს ხელს იმაში, რომ მათი შვილები გაცილებით ადრეულ ასაკშიც დააქორწინონ.
ხშირად მომხდარა, რომ პატარძალი 10 წლამდე ასაკის ყოფილა, მეუღლე კი 70 წელს გადაცილებული. ამ რეგიონებში განსაკუთრებით მაღალია სიკვდილიანობის დონე მშობიარობის დროს. ოჯახური ძალადობის დროს გარდაცვლილთა რაოდენობაც ასევე მაღალია. გოგონების უმთავრესი მიზანი ქმრის დამორჩილება, ოჯახური მეურნეობის მოვლა-პატრონობა და, რაც მთავარია, ჯანმრთელი შთამომავლობის შექმნაა. თუ ამ პირობებიდან რომელიმე ირღვევა, გოგონებს ხშირად სჯიან, ხშირ შემთხვევაში სიკვდილითაც კი.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები დღემდე იბრძვიან ამ ვანდალიზმის აღმოსაფხვრელად, თუმცა უშედეგოდ. გთავაზობთ ფოტოკოლაჟს.

კომენტარები

სხვა სიახლეები