აშშ-ის საელჩო სამაშველო ჯგუფს ბათუმში მომხდარი ტრაგედიისას გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის

აშშ-ის საელჩო ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

საელჩო სამაშველო ჯგუფს, რომლებიც ადამიანების დასახმარებლად დაუღალავად შრომობდნენ მადლობას უხდის.

“ამერიკის შეერთებული შტატები გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს. ჩვენი საელჩოს საზოგადოებას მუდამ ემახსოვრება დაშავებულები, დაკარგულები და დაღუპულები. მივესალმებით მაშველებს, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად და მეტი ადამიანის დასახმარებლად დაუღალავად მუშაობენ”,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

სხვა სიახლეები