აშშ–ის მთავრობამ ილონ მასკის „მსოფლიო WI-FI”-ს გაშვებას მხარი დაუჭირა

აშშ–ის კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ „მწვანე შუქი“ აუნთო SpaceX–ის პროექტს სახელწოდებით Starlink, რომელიც ინტერნეტზე საყოველთაო წვდომის უზრუნველოფას გულისხმობს.
კომისიამ დედამიწის დაბალ ორბიტაზე Wi-Fi–ს ქსელის მშენებლობის ნებართვა გასცა, თუმცა რამდენიმე პირობით. მათ შორის, 4425 თანამგზავრი 1150–დან 1325 კილომეტრის სიმაღლეზე უნდა განთავსდეს და ექსპლუატაციაში უახლოესი 6 წლის განმავლობაში უნდა შევიდეს. მაქსიმალური ვადა 2024 წლის 29 მარტია. კიდევ 7518 თანამგზავრი, რომლებმაც 335–346 კმ–ის სიმაღლეზე უნდა იმუშაონ, კომისიის დამატებითი ნებართვის შემდეგ გავლენ ორბიტაზე, – იცწყება gagadget.com.
SpaceX სულ 12 ათასი თანამგზავრის გაშვებას გეგმავს.
SpaceX–ის ჩანაფიქრის თანახმად, Starlink–ის პროექტის წყალობით, მთელი მსოფლიოს მოსახლეობა იქნება „მსოფლიო Wi-Fi”–ით უზრუნველყოფილი. თანამგზავრები სიგნალს მაქსიმალური დატვირთვის რაიონებში გადაგზავნის, საიდანაც ის უშუალოდ სადგურებსა და სახლების ტერმინალებში გადაიცემა. ქსელზე წვდომისთვის მომხმარებელს მინიმალური ინფრასტრუქტურა დასჭირდება.
როგორც მოსალოდნელია, სიგნალის შეყოვნება 25–35 მილიწამს არ გადააჭარბებს, რაც გამტარიან ინტერნეტწვდომას უტოლდება. შედარებისთვის, თანამედროვე თანამგზავრული ქსელების შეყოვნება 600 მილიწამს შეადგენს.
SpaceX–ში ირწმუნებიან, რომ კავშირი 1 Gb/წამს შეადგენს. ამასთან, ინტერნეტი დედამიწის დაუსახლებელ წერტილებშიც იქნება, სადაც ის არასოდეს ყოფილა.

წყარო:https://m2b.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები