აშშ-ის არმიის ვეტერანი ქალის გადარჩენის ისტორია, რომელიც 16 წლის ასაკში მრავალჯერ გააუპატიურეს

აშშ-ის არმიის ვეტერანმა გამოცემა „მირორს“ თავისი სასტიკი ბავშვობის და გადარჩენის ისტორია უამბო. ემბერ ქეისი ყვება, რომ 16 წლის ასაკში სექს-ვაჭრობის მსხვერპლი გახდა. ის ასობით მამაკაცმა გააუპატიურა და მთელი ეს პერიოდი გოგონა უმძიმეს პირობებში იმყოფებოდა, ნარკობუნაგებსა და ავტობუსებში ათენებდა მხოლოდ იმიტომ, რომ გამთბარიყო.
ახლა ემბერი 29 წლის არის და მან თავისი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა შეძლო. ორ შვილს ზრდის, მაგისტრის ორი ხარისხი აქვს და საკუთარი ცხოვრება ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა.
მისი ტრაგიკული ისტორია კი, იმით დაიწყო, რომ ემბერი დაუახლოვდა მამაკაცს, რომელიც მას საკვებით და ტანსაცმლით უზრუნველყოფდა. რამდენიმე კვირიანი ურთიერთობის შემდეგ, გოგონა მან თავის ბინაში წაიყვანა და პროსტიტუციაში ჩაბმა აიძულა. ემბერს დღეში ათამდე მამაკაცთან ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა და თუ 500 $ -ზე ნაკლებს გამოიმუშავებდა, სასტიკად სცემდნენ.
„მან მითხრა, რომ ვუყვარვარ და ჩემი ოცნებების ასრულება შეეძლო. მიყვარდა და დავუჯერე. ღირსეულ ადამიანად ვთვლიდი თავს, როცა მის გვერდით ვიყავი. მაგრამ, ერთხელ თავის ბინაში წამიყვანა. იქ კიდევ ორი გოგო იყო. იქიდან აღარ გამომიშვეს.“-ასე იხსენებს თავისი ცხოვრების ყველაზე საშინელი პერიოდის დასაწყისს ემბერი.
2006-წლიდან 2007 წლამდე, ემბერს დღეში მხოლოდ 20 დოლარი ჰქონდა, ამ ფულით საკვებს და პრეზერვატივებს ყიდულობდა. ნორმალურ ცხოვრებას იმ რეკრუტირის წყალობით დაუბრუნდა, რომელმაც მას მერე იპოვა, რაც ემბერმა სკოლის მოსწავლეებისთვის ვაკანსიების ბაზრობაზე განაცხადი შეავსო.
“17 წლის ასაკში ასობით სექსუალური პარტნიორი მყავდა. იქამდე მივედი, რომ მერჩივნა ვეცემე და მშიერი ვყოფილიყავი, ვიდრე კაცთან დავწოლილიყავი“.
ოფიცერი, რომელიც აშშ-ის ჯარში ახალწვეულების მიღებაზე იყო პასუხისგებელი, დაეხმარა ემბერს დოკუმენტების შეგროვებაში, გამოცდებზე მიიყვანა და სწავლისთვის მოამზადა. გოგონა 2007 წელს ჯარში მიიღეს. ის ერაყში არტილერიის ბრიგადაში მოხვდა. მის სუტენიორს, რომელმაც ემბერს ბავშვობა წაართვა, მხოლოდ ცემასთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებით დანაშაულებების ჩადენა დაუმტკიცდა.
ემბერი კი ამბობს, რომ არა ჯარი და ის ადამიანი, რომელმაც ამდენი რამ გაუკეთა, რათა მისი ცხოვრება შეცვლილიყო, ის ახლა, შესაძლოა, ცოცხალიც აღარ ყოფილიყო.
ემბერ ქეისი ამჟამად უმაღლეს სკოლებში ტრეფიკინგთან დაკავშირებულ ლექციებს ატარებს, თუმცა დღემდე იტანჯება სიბნელის შიშით.

.
.
.
.

კომენტარები

სხვა სიახლეები