“აქედანაც სირცხვილია” – საპროტესტო ბანერი მყინვარწვერზე

ალპინისტმა ზურაბ კვესტაძემ და სხვებმა ბანერი, წარწერით “სირცხვილია”, მყინვარწვერზე აიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საპროტესტო კამპანიის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ალპინისტები საზოგადოებას, 20 სექტემბერს, პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდებენ.

“სირცხვილია” 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენების შემდგომ დაფუძნებული მოძრაობაა, რომელიც აქციების, ტელეგადაცემებისა და სხვა ფორმატებში 2 თვეზე მეტია, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები