ასცენდენტი და გარეგნობა – Asc. მორიელი

ასტროლოგიური ენით თუ ვისაუბრებთ, ასცენდენტი წარმოადგენს ადამიანის დაბადების მომენტში ამომავალი (დომინანტი) ზოდიაქოს ნიშნის ზუსტ წერტილს . იგი ნებისმიერი ადამიანის კოსმოგრამაში, პირველი სახლის უმაღლეს ნიშნულზე მდებარეობს და თავისი მნიშვნელობით ლამის მზის განლაგებას უტოლდება. ასცენდენტის ნიშანი განაპირობებს იმას თუ როგორი ნიღაბი გვიკეთია სოციუმში. როგორ აღგვიქვამენ გარშემო მყოფები ერთი შეხედვით. ასცენდენტი ასევე განაპირობებს ჩვენს გარეგნულ თავისებურებებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმ ზოდიაქოს ნიშნის იერს ვიღებთ, რომელშიც ჩვენი ასცენდენტია განლაგებული. თუმცა უფრო კონკრეტულად და ვრცლად რომ გაგარკვიოთ ასცენდენტის თემაში, მოდით დეტალურად განვიხილოთ ასცენდენტის მდებარეობა თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანში.

65b0245c3ff4c375577acf760134b0fb

ასცენდენტი მორიელში

ფოტოზე მსახიობი მარლონ ბრანდო – ასცენდენტით მორიელი

ასეთი ასცენდენტის პატრონი, ხშირად გამოირჩევა სახის გამოკვეთილი, ზოგჯერ უხეში ნაკვთებით. აღნაგობით ხშირად მკვრივი და ჩაფსკვნილია. ნებისმიერ შემთხვევაში, მყარი ძვლოვანი სისტემა გააჩნია. იშვიათად ვხვდებით მათში ნაზ, ფაფუკ ტიპაჟებს. ნაკლებად არიან გიგანტები მათ შორის, იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა როცა პირად რუკაში მარსი ემთხვევა მათი ასცენდენტის ნიშანს. სხვა შემთხვევაში ტანმორჩილი ხალხია.
სახის ოვალი ხშირად კვადრატული ფორმის აქვთ, დამახასიათებელია გამოკვეთილი ქვედა ყბა და ყვრიმალის ძვლები. ამგვარი იმიჯი კიდევ უფრო მძაფრადაა გამოხატული, თუ პლუტონი მათი კოსმოგრამის პირველ სახლს იკავებს.
ცხვირი მოზრდილი ზომის და ხშირად კეხიანი აქვთ.
ტუჩები – მსხვილი და ხორციანი. ხშირად აქვთ გამოკვეთილად მსხვილი წინა ორი კბილი.
თმა უხეში და სქელი აქვთ. ბევრ მათგანს მუქი ფერის, მსხვილი კულულები ამშვენებს.
განსაკუთრებული დეტალი: პატარა ზომის ყურის ნიჟარა, თავთან მჭიდროდ მიკრული. მამაკაცები თმიანობისკენ არიან მიდრეკილნი. ორივე სქესის წარმომადგენლებს გააჩნიათ ღრმა, მეტყველი თვალები. უმეტესად მუქი ფერის.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები