ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი სიყვარულის დღესთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

 

წინადადება შემომაქვს, 1 მარტი გამოცხადდეს სიყვარულის დღედ, – ამის შესახებ ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. მისი განმარტებით, 14 თებერვალი და 15 აპრილი ასტროლოგიურად სიყვარულთან რამე კავშირში არ არის.

„ამ ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით მინდა ერთი განცხადება გავაკეთო და ინიციატივითაც გამოვიდე. არც სიყვარულის დღე – 14 თებერვალია ასტროლოგიურად რამე კავშირში სიყვარულთან და არც 15 აპრილი, აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ არსებობს. წინადადება შემომაქვს, 1 მარტი გამოცხადდეს სიყვარულის დღედ. რატომ 1 მარტი ?! იმიტომ რომ ეს არის გაზაფხულის პირველი დღე, იმიტომ რომ თევზების პერიოდია და ვენერას ეგზალტაციის ადგილია. თევზები მართავენ დიდ სიყვარულს და რომანტიზმს, ჰარმონიას და ჰუმანიზმს. ასე, რომ გთავაზობთ 1 მარტს სიყვარულის დღედ”, – წერს ბიძინაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები