„ასე დგას თურმე კარებთან და ეხვეწება პატრონს შემომიშვიო“ – სევდიანი ისტორია სახლიდან გამოგდებულ ძაღლზე

ბიზნესმენი, ცხოველთა თავშესაფრის მეპატრონე თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში პატრონისგან მიტოვებულ ძაღლზე წერს.

„კიდევ ერთი სახლიდან გამოგდებული ძაღლი.

მეზობლებმა მომწერეს, რომ აი ასე დგას თურმე კარებთან და ეხვეწება პატრონს შემომიშვიო, მაგრამ….
წაიყვანს შორს დატოვებს, რამდენიმე დღეში ისევ მოადგება ძაღლი პატრონს და აი ასე ეხვეწება შენთან მინდაო. ასე გრძელდება უკვე ერთი თვე.

კეთილო ადამიანებო, გაავრცელეთ ეს ინფორმაცია, იქნებ ახალი ერთგული პატრონი მოვუძებნოთ ამ საცოდავ ძაღლს.

ძაღლის აყვანის მსურველმა დარეკოს ნომერზე: 599 51 68 86“, – წერს თამაზ ელიზბარაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები