“ასე არ მიცინია თვეებია გეფიცები” – ვინ და რატომ გააცინა ლანა პაპიძე ტრაგედიიდან 6 თვის შემდეგ

“მაგდა იუნა შაფათავა განგიკითხავს იცი? ” ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის დამ ლანა პაპიძემ ფეისბუქის საშუალებით სტატუსი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მსახიობმა იუნა შაფათავავ მაგდა პაპიძე საჯაროდ გააკრიტიკა:
„რა ვერ მორჩით განხილვას? ყველა სიმახინჯემ და დებილობამ როგორ უნდა ნახოს თავისნაირი იდიოტი დამცველები ამ გაგიჟებულ ქვეყანაში ?! – კითხულობს იუნა შაფათავა და მაგდა პაპიძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს.
„მე ერთ რაღაცას ვიტყვი: თუ ხვალ ისეთ მარაზმში გადავვარდები, რომ საყვარლის გამო ქმარს მოვკლავ და შვილს გავგუდავ, სულ რომ ფორმულებით ვილაპარაკო და ანგელოზივით გამოვიყურებოდე- პროცესის გამართვის და ფსიქიატრიულის დასკვნების გარეშე, მითუმეტეს უფაქინგებელი “ქალთა უფლებების დამცველი” იდიოტკების მხარდაჭერის უგულებელყოფით, მიმაყენეთ კედელთან და დამხვრიტეთ.
მით უფრო სახიფათოა ასეთი განხილვები, როცა გიჟი კრავს თამაშობს. არ ვიცოცხლო ერთი დღე, ერთი ***ს გულისთვის მეორე *** მოვკლა და საკუთარი შვილი მივაყოლო. რას განიხილავთ, ის ქმრები კი, ვინც ცოლებს კლავენ და წყნარად ცოცხლობენ, დედა აქვთ სატირელი მათაც და მათ დედებსაც, ნაბიჭვარ მკვლელ “ვაჟკაცებს” ხელს რომ აფარებენ. რა ვერ მორჩით განხილვას? ყველა სიმახინჯემ და დებილობამ როგორ უნდა ნახოს თავისნაირი იდიოტი დამცველები ამ გაგიჟებულ ქვეყანაში“- წერს იუნა შაფათავა ფეისბუქის საკუთრ გვერდზე.
სწორედ ამ პოსტის საპასუხოდ დაწერა ლანა პაპიძემ “ალბათ 6 თვეა არ გამიცინია ახლა გადავავლე მის სტატიას თვალი კარგად გამეცინა, ამ ღამით ასე არ მიცინია თვეები გეფიცები ვიზე რა აქვს სალაპარაკო ვაჰჰჰჰ” – წერს ლანა პაპიძე იუნა შაფათვას სტატუსის შემდეგ.

კომენტარები

სხვა სიახლეები