“არ უყურო ტელევიზორს!”,- რას გვირჩევს პეტრე მამონოვი

ასტროლოგი და მწერალი, რამაზ გიგაური პეტრე მამინოვის 20 ბრძნულ რჩევას გვიზიარებს:

“პეტრე მამონოვის გასაზეპირებელი ფრაზები. <3

1. ყოველთვის თვალებში უყურე თანამოსაუბრეს.
2. არ აწყენინო ადამიანებს და არც სხვებისგან გეწყინოს რაიმე.
3. თქვი: “მე შენ მიყვარხარ” მაშინაც კი, თუ ამაში დარწმუნებული არ ხარ! იმეორე ეს რაც შეიძლება ხშირად.
4. არ შეგეშინდეს ცვლილებების, მაგრამ ნურც ისურვებ მათ!
5. არასდროს იჩხუბო და არ განიკითხო სხვისი გემოვნება.
6. დაიძინე ღ ი მ ი ლ ი თ!
7. ყოველთვის მიულოცე ადამიანებს დაბადების დღე.
8. იარე უფლისკენ! ე ძ ი ე უფალი, მაშინაც კი თუ მისი არ გწამს.
9. გაეცი საჩუქრები!
10. ხშირად დაურეკე მშობლებს.
11. არ შეგეშინდეს ვინმეს თვალში გამოჩნდე სასაცილო.
12. გაუზიარე ც ო დ ნ ა სხვებს!
13. არ უყურო ტელევიზორს!
14. მიეცი უ ფ ლ ე ბ ა სხვებს იზრუნონ შენზე….
15. სხვებში ყოველთვის ნათელი მხარე ეძებე!
16. ნუ შეგეშინდება ცაში გაფრენის, მაგრამ გეშინოდეს ახლობლების დაკარგვის.
მეტი არაფრის შეგეშინდეს!
17. ისწავლე წ ა ა გ ო და არ იდარდო ამაზე!
18. გადაუღე ფოტოები მეგობრებს!
19. ნუ იტყვი ცუდს სხვა ადამიანების შესახებ და ნუ დაკარგავ დროს იმ ადამიანებზე, ვისთვისაც არაფერს წარმოადგენ!!!
20. აღფრთოვანდი სამყაროთი!!!!

სიყვარულის გარეშე ადამიანი ცოცხლად კვდება – ცოცხალი გვამია… დადის, აკეთებს თავის საქმეს, მაგრამ უჰაერობისგან იხრჩობა!

P.S. მისი გარდაცვალების დღეს მისი ფოტო გავიზიარე და ჩემმა ინდოელმა მეგობარმა, რომელიც რა თქმა უნდა, ვერ კითხულობს ჩემს ქართულ კომენტარებს და ვერ გაერკვა სიტუაციაში, მკითხა, მამაშენიაო?
მამასავით რომ დაგარიგებს, ზუსტად ისეა.” – წერს გიგაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები