“არ ვნანობ, რომ საქართველოს რუსეთი ვარჩიე” – ფეხბურთელი გიორგი ჯიქია

მოსკოვის სპარტაკის მცველმა, გიორგი ჯიქიამ “პოპსპორტთან” ინტერვიუში თავის არჩევანზე, ეთამაშა თუ არა რუსეთის საფეხბურთო ნაკრებში, ისაუბრა. ჯიქიამ აღნიშნა, რომ მის წინაშე იყო არჩევანი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებ გუნდებში თამაშისა და არ ნანობს, რომ რუსეთი არჩია. “როდესაც პირველად რუსეთის ნაკრებში გამომიძახეს, ჯერ კიდევ “ამკარის” ფეხბურთელი ვიყავი. ეს ამხანაგურ მატჩებში მოხდა და შესაბამისად, შემეძლო მეთამაშა და ეს ოფიციალურად არ ჩათვლილიყო რუსეთის სახელით გამოსვლად. იყო ბევრი ზარი, საუბარი, თავადაც ჩავფრინდი საქართველოში… მაგრამ ჩემი არჩევანი გავაკეთე და არაფერს ვნანობ. ასე მოვინდომე და ეს მხოლოდ ჩემი არჩევანი იყო. რჩევა მშობლებისთვისაც კი არ მიკითხავს. მათ მხარი დამიჭირეს. არჩევანი კი ასეთი იმიტომ გავაკეთე, რომ აქ დავიბადე, გავიზარდე, გადავლახე ყველაფერი და მივაღწიე წარმატებებს, აქ დამაფასეს და ეს სასიამოვნოა. იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში უსარგებლო არ გავხდები”, – ამბობს ჯიქია.

კომენტარები

სხვა სიახლეები